• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    აპრილი
    უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს მერიისგან სასურსათო პაკეტი გადაეცათ
    რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი გამოიყო.

    დუშეთის და ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, საკვები პროდუქტი ადგილზე გადასცეს და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს: მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილეებმა ბესიკ ბიჩნიგაურმა და ზაქარია ხეხელაშვილმა, მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში - შალვა ინაშვილმა, ვაჟა ჩიხაშვილმა, დემეტრე ჩხუტიაშვილმა და ზაზა უნდილაშვილმა.

    პროდუქტის დახარისხებასა და საკვების ბინაზე მიტანის პროცესში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად არის ჩართული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება.

    უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარება დუშეთის მუნიციპალიტეტში პერმანენტულად გაგრძელდება.