5
სექტემბერი
სექტემბერი
აბანოსხევში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. პროექტი მომავალ წელს დასრულდება
აბანოსხევში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. პროექტი მომავალ წელს დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მისი პირველი მოადგილე - გიორგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერი თამარ ქარდავა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 1 257 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელს 2 ჯგუფზე - 50-60 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.


