• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    სექტემბერი
    ანონსი

    🇬🇪24 სექტემბერი 300 არაგველის ხსენების დღეა.

    ✅️ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში "დიდველის" ტერიტორიაზე,

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ,, დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა" და ადგილობრივი მთიელი ახალგაზრდების ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება სახალხო დღესასწაული ,,არაგველობა".

    🔷️სადაც 12:00 საათიდან დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

    🎗ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა;

    🍴კუთხისათვის დამახასიათებელი სამზარეულოს ჩვენება- დაგემოვნება(ადგილობრივების მიერ);

    🐴დოღი;

    🏆ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტული შეჯიბრებები (მკლავჭიდი და ბრძოლა წესების გარეშე);

    🎤️ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ყველასთვის საყვარელი ჯგუფი ,,ეგარი" და ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "ქალილო".

    ✅დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება თვალი ადევნოს დოღის პირდაპირ ჩვენებას დრონისა და მონიტორის გამოყენებით.

    გთხოვთ მობრძანდეთ!

    დასწრება თავისუფალია.