ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში 150 ბავშვზე გათვლილი, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - ჯონი ბერუაშვილმა და გოჩა ქავთარაძემ დაათვალიერეს.
„პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ახლად რეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს.
საბავშვო სივრცეების კეთილმოწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. გვინდა, ბავშვებმა ისწავლონ ჯანსაღ, სათანადოდ აღჭურვილ გარემოში. მოხარული ვართ, რომ დაბა ჟინვალში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში,“ - აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.