• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    ივლისი
    "დუშეთი-კოსმომ" თეთრიწყაროს "კუმისი" ანგარიშით 5-2 დაამარცხა

    ⚽️ დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და თეთრიწყაროს "კუმისი" ანგარიშით 5-2 დაამარცხა.

    ➡️ მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ნიკოლეიშვილი დასახელდა.

    ▶️ აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ოჯახთან ერთად და საკრებულოს კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.

    🇬🇪  შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი „დუშეთი კოსმო“ მონაწილეობს მასტერ-ლიგა 3-ის ჩემპიონატში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.