ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური დუშეთის მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.
საკრებულოში წარმოდგენილ 34 წევრს შორის, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ნუკრი უნდილაშვილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გიორგი ასლამაზიშვილი, ხოლო მოადგილეებად - ლევან შერმადინი და გვანცა ესტატიშვილი.
საკრებულოში დაკომპლექტდა 5 მუდმივმოქმედი კომისია და აირჩიეს მათი თავმჯდომარეები - სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - გივი ზურაბაშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ლევან მწითური;
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - ელგუჯა უნდილაშვილი; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - ალექსანდრე ბუჩუკური;
სოციალურ საკითხთა კომისია - ქეთინო კახურაშვილი. საკრებულომ ცნობად მიიღო ორი ფრაქციის შექმნა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი რუბაშვილი;
„ხალხის ძალა“ - თავმჯდომარე ნათია კაჯილაშვილი. საკრებულოს პირველივე სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს რეგლამენტი.


