• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    დეკემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.

    შეხვედრაზე, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, 30 სპორტსმენსა და 9 მწვრთნელს, წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გადაეცა.

    მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს. „მადლობას ვუხდი თითოეულ სპორტსმენსა და მწვრთნელს გაწეული შრომისთვის, სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა. მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გვანცა ესტატიშვილი, ლევან შერმადინი, ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელი ლაშა ზურაბიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.