30
დეკემბერი
დეკემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიმა კახაბერ ჩიტაურმა N1 საჯარო სკოლის პედაგოგს - ელენე (თინა) პატაშურს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად, დუშეთის ვაჟა-ფშაველას N1 საჯარო სკოლის პედაგოგს - ელენე (თინა) პატაშურს შეხვდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელენე პატაშურს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
ორგზის ღირსების ორდენოსანი, იაკობ გოგებაშვილის მედლისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი ელენე პატაშური პედაგოგურ საქმიანობას 53 წელია ეწევა, 2025 წელს კი მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული გახდა.


