• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    დეკემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა,გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუკრი უნდილაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

    პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, გაკეთდა მილხიდები და გადასასვლელები. სამუშაოები 3 მილიონ ლარზე მეტით,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

    ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, 2026 წელს შესრულდება პროექტის მეორე ეტაპი, რაც, დამატებით, 3-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გულისხმობს.

    საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე, ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური და მცხეთა-მთიანეთის სახლემწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური.