• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    დეკემბერი
    დუშეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

    ✅⚽️ქალაქ დუშეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი ეწყობა. სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ადგილზე ინტენსიურად ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. მათ შორის უკვე დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ტრიბუნები და განათება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, სტადიონი "მასტერ ლიგის" ტურნირის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

    🔷️პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

    ➡️სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

    💬"ახალგაზრდებზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოები რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება. სასიხარულოა, რომ სულ მალე ქალაქ დუშეთს, სტადიონის სახით, კიდევ ერთი სივრცე შეემატება, სადაც შესაბამისი აქტივობების ჩატარებისათვის, ყველა პირობა შექმნილი იქნება," - განაცხადა დავით ნოზაძემ.