• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    დეკემბერი
    ესეების კონკური

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

    კონკურსში მონაწილეობდნენ მჭადიჯვარის, ლამოვანის, ბაზალეთის, ქვეშეთის,არაგვისპირის საჯარო სკოლის IX, X, XI და XII კლასის - 17 მოსწავლე. კონკურსი ეხებოდა ძირითად ოთხ თემატიკას და რვა კონკრეტულ სათაურს მოიცავდა.

    კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები, ხოლო გამარჯვებულებს - ,, ბიბლუსის’’ ვაუჩერები.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ ახალგაზრდებს მიულოცა მიღწეული შედეგები და წარმატებები უსურვა. „მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში და რეალიზებაში“- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.