მერიის სიახლეები
მაისი
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით,
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კახაბერ ჩიტაურმა შეკრებილ საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეუფასებელია ის ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანებმა მშვიდობის დამყარებისთვის და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაიღეს," - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, პატივი ასევე მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილმა, მოადგილეებმა - გიორგი ასლამაზიშვილმა, გვანცა ესტატიშვილმა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტში - ბადრი პაპიაშვილმა


