• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    აგვისტო
    „მთის სათემო ქსელსა“ და „ხორხის ხეობის განვითარების ფონდს“ სპეციალური ტექნიკა გადაეცათ

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და იაპონიის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად, დუშეთში სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ საფრთხეებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების მიზნით, ორგანიზაციებს - „მთის სათემო ქსელსა“ და „ხორხის ხეობის განვითარების ფონდს“ სპეციალური ტექნიკა გადაეცათ.

    ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, რომელიც ხორხის ხეობაში გაიმართა, დუშეთის მერი მაცაცო ნარიმანიძე და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰიდეკი იშიძუკა დაესწრნენ.

    სპეციალური ტექნიკა იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსდა.