მერიის სიახლეები
31
აგვისტო
აგვისტო
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
8 სექტემბერს, 11:00 საათზე - ქ. დუშეთის ბულვარში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.
შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.


