ივნისი
პროექტის განხორციელების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ ჩიტაურმა, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა პირებმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბაკას” წარმომადგენლებმა სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს მაღალმთიან რეგიონებში არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის ფოტოვოლტური მოდულებითა და დამაგროვებელი ბატარეებით უზრუნველყოფის პროექტის განხორციელების ეტაპები. საუბარი შეეხო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები არაელექტროფიცირებული ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და სხვა საორგანიზაციო საკითხებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რაც დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის განვითარებაზე.
პროექტს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" განახორციელებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იგეგმება


