• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    ოქტომბერი
    მწერალს, სცენარისტსა და კინორეჟისორს – გოდერძი ჩოხელს, დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა

    აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს და ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა – გოჩა ქავთარაძემ და თეიმურაზ ბექაურმა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

    „გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოხში დაიბადა. მისი შემოქმედება დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ ლიტერატურასა და კულტურაში და მომავალი თაობებისთვის სულიერი საგანძურია,“ – აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.