• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    ოქტომბერი
    მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

    🔷️მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

    ✅️დღეიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ საბავშვო ბაღში დაიწყო.

    ▶️ბაღის გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის ახალ სივრცეში დაწყება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.

    🟢აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საერთო სამშენებლო სამუშაოების გარდა, განხორციელდა ელექტროსისტემის, ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბავშვო ბაღი, რომელიც 50-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.