• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ნოემბერი
    გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა

    16-17 ნოემბერს ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელის - გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა.

    ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა:

    16 ნოემბერს, მამა თეოფანემ (წიკლაური), კიტოხის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიხადა მწერლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

    სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის ხსოვნის პატივსაცემად მთის ტრადიციული რიტუალი დოღი ჩატარდა;

    ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები;

    17 ნოემბერს, ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობებმა მაყურებელს წარუდგინეს თეატრალური წარმოდგენა მწერლის შემოქმედების შესახებ.

    ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ბაჩო ჩაჩიბაიამ გამართა მონო სპექტაკლი - „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები.“

    ღონისძიებაზე დამსწრე მსახიობებმა წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან (შემოქმედებიდან) ნაწყვეტები და ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე.

    მოეწყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

    საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.

    ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

    დღის დასასრულს, ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი გაიმართა.