მერიის სიახლეები
ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1 278 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ეზო და აშენდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი 2-სართულიანი შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, უკვე აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. შედეგად, საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
ახალგახსნილი საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა და პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. მათ ბაღის თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის ახალ სივრცეში დაწყება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარის მასშტაბით, მგფ-ის მიერ ამ ეტაპზე ჯამში 23 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია-რეკონსტრუციის სამუშაოები მიმდინარეობს.