• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    აგვისტო
    სოფელ ჩირდილში ახალგაზრდული ფესტივალი "ფეხონი" გაიმართა

    ✅არაგვის თემთა განვითარების ჯგუფისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის თანაორგანიზებით, სოფელ ჩირდილში ახალგაზრდული ფესტივალი "ფეხონი" გაიმართა.

    🔅ფესტივალის მიზანი ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრის ტრადიციული კულტურისა და ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაცია გახლდათ.

    ⭕ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ჩირდილის ჭალაში გამართულ საფესტივალო სივრცეში, შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობებსა და მასტერკლასებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის იყო:

    ➡️ ხეზე კვეთის, რეწვისა და ტრადიციული კერძების მომზადება; არტთერაპია;

    საბავშვო კუთხეში ზღაპრების კითხვა ცოცხალი პერსონაჟებით და ა.შ;

    ✅ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და

    ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ის მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებაზე აგრეთვე შედგა ტურისტული გზამკვლევის პრეზენტაციაც, ხოლო მუსიკალური გაფორმება ფოლკლორულმა ანსამბლმა "დები გოგოჭურები".

    უზრუნველყო.

    ✅ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ოჯახის წევრებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან, მოწვეულ სტუმრებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.