30
იანვარი
იანვარი
ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლაში მუსიკალური საღამო გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი დუშეთის სახელოვნებო სკოლაში მუსიკალურ საღამოს დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, აკაპელა ჯგუფი „ჯორჯიან სიქსი", სახელოვნებო სკოლასთან არსებული ვოკალური ანსამბლი „პირიმზე“, მომღერალი ზურაბ მანჯავიძე, გიტარისტი დავით ლონდარიძე, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე და ვოკალისტი ბაია გრიგოლია.
დუშეთის სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით გამართულ სალონურ საღამოს ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ „დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ წარმომადგენლები.


