• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    ივნისი
    ქალაქ დუშეთის N1 საბავშვო ბაღში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    ქალაქ დუშეთის N1 საბავშვო ბაღში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    ღონისძიების ფარგლებში, პატარებს აღმზრდელებმა ეზოში მოწყობილი ახალი შემეცნებით-გასართობი სივრცე გააცნეს, რომელიც გადამუშავებული და მეორადი მასალისგან საკუთარი ხელით და ინიციატივით შექმნეს.

    პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი და სიმღერა წარუდგინეს.

    ღონისძიებას პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, საკრებულოს კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი ნათია ლაფანაშვილი.