• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    დეკემბერი
    შეხვედრა მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ საკითხებზე

    ✔ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

    შეხვედრის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

    ➡️ შეხვედრაზე ცხოველთა მოყვარულებმა და პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულმა აქტივისტებმა იმსჯელეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ჰუმანურ და ეფექტურ გზებზე, უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზე.

    ✅ მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ა(ა)იპ დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით ეტაპობრივად მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძაღლის სტერილიზაცია-ვაქცინაცია, არსებული პოპულაციის აღწერა და რაოდენობის გაკონტროლება, მოეწყობა აცრილი და სტერილური ცხოველების გაჩუქების აქციები, ცნობიერების ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დაიწყება საინფორმაციო კამპანია "ემეგობრე ცხოველებს".