• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    აგვისტო
    შეხვედრა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ წარმომადგენლებთან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ წარმომადგენლებმა ბექა ჩიხლაძემ და ირაკლი ბაბუხადიამ, დამსწრე საზოგადოებას მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში განთავსებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული დაცვის ზონების პროექტი წარუდგინეს.

    პრეზენტაციაზე მათ აღნიშნულ ზონებში არსებულ შეზღუდვებსა და გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რაც პირველ რიგში ამ ზონების საზღვრების დადგენას გულისხმობს.

    შეხვედრას მერიის და საკრებულოს შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილეები ვასილ წიკლაური და ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და თავმჯდომარის მოადგილეები: ელგუჯა უნდილაშვილი და გვანცა ესტატიშვილი.