შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში საშობაო ალილო გაიმართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მსვლელობაში მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილმა, ქალაქ დუშეთის N1, N2 და N3 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
სადღესასწაულო მსვლელობის დროს, დუშეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, შესრულდა საშობაო საგალობლები. ალილოს მონაწილეებმა შეგროვილი შემოწირულობები წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარს გადასცეს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მსვლელობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და პედაგოგები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად, საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
„გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მობილიზებულია ტექნიკა. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან მერის წარმომადგენლები. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. სამუშაოები გაგრძელდება შექმნილი პრობლემის აღმოფხვრამდე,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და სიფრთხილით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიციის, სამედიცინო სფეროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, თავდადებისთვისა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ბედნიერი 2026 წელი უსურვეს.
„თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია, რადგანაც ყოველდღიურად შრომობთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად. ჯანმრთელობის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2026 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, 30 სპორტსმენსა და 9 მწვრთნელს, წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გადაეცა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს. „მადლობას ვუხდი თითოეულ სპორტსმენსა და მწვრთნელს გაწეული შრომისთვის, სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა. მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გვანცა ესტატიშვილი, ლევან შერმადინი, ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელი ლაშა ზურაბიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოს კომისიებში განხილვის გრაფიკი
4 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ნუკრი უნდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაში, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს საბნები, ჰიგიენური საშუალებების ნაკრებები, აგრეთვე სპორტული ტანსაცმელი და შშმ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო საშუალებები გადაეცათ.
25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: 14:00 საათი
25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.