დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მერის წარმომადგენელთან ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან - გიორგი ასლამაზიშვილთან, გვანცა ესტატიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.
„მრავალშვილიანი დედების ღვაწლი განუსაზღვრელია ქვეყნის წინაშე. მინდა,მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. თქვენ ხართ გმირი დედები, რადგან ამდენ მამულიშვილს უზრდით ქვეყანას,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა. დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 110 მრავალშვილიან დედას, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და სასურსათე ნობათი გადაეცათ.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაფარვის არეალში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს, სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ N32 დადგენილებით დამტკიცებული, „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური“ გადაუწილვადოს და გადახდის შესაძლებლობა მისცეს 5 წლის ვადით.
სგშ-ის სკოპინგის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები საზოგადოებას/დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიში
საერთო კრებებს დაბა ფასანაურსა და სოფელ ჩოხში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ბესიკ ბიჩნიგაურთან, ვასილ წიკლაურთან, თამაზ ფოლოდაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები ჯამში 270 დასახლების მოსახლეობისათვის გაიმართა.
გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძე) დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"
დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძეს ინიციატივა ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"
გეოგრაფიული ობიექტის აღწერა
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოს კომისიებში განხილვის გრაფიკი
25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: 14:00 საათი
25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.