დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, სოფელ წითელსოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, წითელსოფლის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 1 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე, ასევე, კეთილმოეწყობა საცხოვრებელი სახლების ეზოებთან შესასვლელები და რკინა-ბეტონის ღარები. სამუშაოების ღირებულება 490 000 ლარს აღემატება.
სოფელ წითელსოფელში ასევე მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია რეზერვუარის, სატუმბი სადგურის მილსადენებისა და სახანძრო ჰიდრანტის მოწყობა. დაგეგმილია ქსელზე აბონენტების დაერთება. პროექტის ღირებულება 225 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ ჩიტაურის, განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად ამოცანას მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად უკეთესი პირობების შექმნისთვის პრიორიტეტია საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება. ასევე, მნიშვნელოვანია სამუშაოები შესრულდეს დათქმულ ვადებში და მაღალი ხარისხით.
აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი ქალაქ დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლებში "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში გამართულ გამწვანების ღონისძიებას დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 207 ნერგი დაირგო, მათ შორის, კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი და კვიპაროსი, კოლხური ბზა, კავკასიური ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.
გამწვანების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, აგრეთვე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა, მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, და სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების“ ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟებული მზის მიკროსადგურები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტით, მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი რეგიონის 16 სოფლის 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა. რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, აღნიშნულ ლოკაციებზე ცენტრალიზებულ ქსელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც აღნიშნული ოჯახებისთვის მზის სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
როგორც შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ კონკრეტული ოჯახებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას - მათთვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობასა და ენერგიის გამოყენების უფრო მეტ შესაძლებლობას.
ხევსურეთში ასევე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში მინდია ჭინჭარაული და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
დასრულებული პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუკრი უნდილაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში დასახლებაში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები.
ასფალტ-ბეტონის საფარი ასევე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო ქალაქ დუშეთის სამხედრო დასახლებაში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული ლოკაციები მოსახლეობისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, კომფორტულად გადაადგილდნენ,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
პროექტები განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.
დასრულებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ასლამაზიშვილმა, ზედამხედველი და მშენებელი კომპანიის, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა.
გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზურა ჩიტაური) "დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მენესოში, სონდაში, ჭართალსა და მუგუდაში მდებარე პირველი ქუჩისთვის პატრიარქ ილია მეორის სახელის მინიჭების შესახებ".
დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მენესოში,სონდაში, ჭართალსა და მუგუდაში მდებარე პირველი ქუჩისთვის პატრიარქ ილია მეორის სახელის მინიჭების შესახებ.
გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ხეხელაშვილი) „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაზალეთში მდებარე მე-16 ქუჩისთვის მეფე სოლომონ პირველის სახელის მინიჭების შესახებ".
საკრებულოს წევრ ზაქარია ხეხელაშვილის ინიციატივა - „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაზალეთში მდებარე მე-16 ქუჩისთვის მეფე სოლომონ პირველის სახელის მინიჭების შესახებ".
25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: 14:00 საათი
25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.