• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    ნოემბერი
    ქალაქ დუშეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

     სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად გაეცნო.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება 540 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის გზაზე, ასევე მოეწყობა დახურული სანიაღვრე ქსელი და ბორდიურები. კახაბერ ჩიტაურის განცხადებით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    „სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ექნება. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა მოქალაქეებმა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება შეძლონ,“ -  განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 200 000 ლარამდე შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის, საკრებულოს, კონტრაქტორი მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების სხვა წარმომადგენლები.