• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN


    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია შედგება 9 პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურისაგან:

    1. ადმინისტრაციული სამსახური
    უზრუნველყოფს მერიის საქმისწარმოებას, კომუნიკაციას საკრებულოსთან, მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა თვითმმართველ ერთეულებთან. ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს მერიის სამართლებრივ უზრუნველყოფას და საკადრო პოლიტიკის შემუშავებას.
    სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:

    ა) საქმისწარმოების განყოფილება;

    ბ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

    გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;

    დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

    ე) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.


    სამსახურის უფროსი - ელნარ ჩოხელი
    საკონტაქტო ინფორმაცია:

    0 (346) 22 19 89   

    info@dusheti.gov.ge


    2. იურიდიული სამსახური

    უზრუნველყოფს მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.



    3. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური
    უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას, ორგანიზებას უწევს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, სტატისტიკურ აღრიცხვას, ამზადებს წინადადებებს კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, მონაწილეობს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების პროცესში, ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაცვის და სხვა ღონისძიებათა გატარებას დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

    სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:


    ა) მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება;

    ბ) სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება.;

    სამსახურის უფროსი იაგო წოწკოლაური
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ☏ 0 (346) 22 19 88
    iago40277@gmail.com



    4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
    უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვას, მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავებას და შესრულებას, კანონით დადგენილი წესით საფინანსო ოპერაციების წარმოებას და საბუღალტრო აღრიცხვას. სამსახური შედგებაშემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:

    ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;

    ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

    სამსახურის უფროსი დავით შაბურიშვილი
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ☏ 0 (346) 22 19 75
    shaburishvilidavit@gmail.com


    5. მუნიციპალური შესყიდვების სამსახური

    უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას.

    სამსახურის უფროსი - მარიამ ზაქაიძე

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ☏ 0 (346) 22 19 41

    ✉ m.zakaidze@gmail.com


    6. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური
    უზრუნველყოფს არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას, არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

    სამსახურის შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:

    ა) სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილება;

    ბ) არქიტექტურის განყოფილება;

    გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.


    სამსახურის უფროსი იოსებ ღარიბაშვილი
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ☏ 0 (346) 22 19 82
    sosogaribashvili@gmail.com

     


    7. ზედამხედეველობის სამსახური

    ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას სამშენებლო სამართალდარღვევებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საარჩევნო კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოებას, დუშეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვასა და სამშენებლო ობიექტზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას

    სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

    არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება.



    8. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური
    უზრუნველყოფს მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

    სამსახურის უფროსი - თამილა ნადირაშვილი
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ☏ 0 (346) 22 19 56
    tamunanadirashvili9gmail.com


    9. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური

    უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.



    სამსახურისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება სამსახურის დებულებით