ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ებნისში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შესრულებულ სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ნახევარ კილომეტრამდე სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა.
პროექტის საერთო ღირებულება 200 000 ლარამდე შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ლევან შერმადინი, მერის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ილია ქარჩაიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის, საკრებულოს, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების სხვა წარმომადგენლები.


