• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    დეკემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან - ნუკრი უნდილაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან და მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

    პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 4,5 მეტრი სიგანის გზაზე, ასევე, კეთდება დამცავი გაბიონი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 322 000 ლარს შეადგენს.

    „პროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული გზით ოთხი სოფლის - ზოტიკიანთკარის, შალიკიანთკარის, ბანცურთკარისა და თანდილაანთკარის მოსახლეობა სარგებლობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოქალაქეები უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    მიმდინარე სამუშაოები, ასევე, დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

    27
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან ერთად დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, მიხეილ გოგოლიძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

    მხარეები კომპანიის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ობიექტების მუშაობის პროცესისა და არსებული გამოწვევების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქალაქ დუშეთში მოქმედი ნაგავსაყრელი შესაბამისი ნორმების დაცვით ოპერირებს.

    მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ახალი, საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე ობიექტებით ჩანაცვლდეს ძველი ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს, უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის შექმნას.

    ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას, ასევე, გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    ქალაქ დუშეთში მდებარე ნაგავსაყრელი, რომლის ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდეა, დუშეთისა და თიანეთის  მუნიციპალიტეტებს ემსახურება. ობიექტზე შეტანილი მუნიციპალური ნარჩენები სპეციალური ტექნიკით იპრესება და მიწის საფარით იფარება. ნაგავსაყრელებზე 24- საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს, ტერიტორია შემოღობილია და დაცულია გარეშე პირებისგან და შინაური ცხოველებისგან.

    19
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, სოფლებში - ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ბაზალეთში ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

    სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას.

    ასევე, სოფელ მჭადიჯვარში გრძელდება ხევის გაწმენდის სამუშაოები.

    პროექტის ფარგლებში, სოფლის ხიდის მიმდებარედ იწმინდება 2000 მეტრამდე სიგრძისა და 10 მეტრის სიგანის ხევი.

    სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

    12
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა ქალაქ დუშეთსა და სოფელ ვარსიმაანთკარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან,  საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ დუშეთსა და სოფელ ვარსიმაანთკარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

    ქალაქ დუშეთში, კობიაანთ დასახლებაში, მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, 1300 მეტრამდე სიგრძის გზაზე ეგება ბეტონის  საფარი და კეთდება სანიაღვრე არხები. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანთკარში ასფალტის საფარი იგება 1200 მეტრ სიგრძის გზაზე, ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხები.

    პროექტები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის  მერიის დაფინანსებით.

    5
    ნოემბერი

    საკრებულოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    4 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ნუკრი უნდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაში, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით მოეწყო.

    აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს საბნები, ჰიგიენური საშუალებების ნაკრებები, აგრეთვე სპორტული ტანსაცმელი და შშმ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო საშუალებები გადაეცათ.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.