• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ივნისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე „მწვანე ჯილდო 2024"-ის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე „მწვანე ჯილდო 2024"-ის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

    გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო 2024"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

    კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.

    „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2024” ქ.თბილისის N126 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ნინო ბარბაქაძე-კახნიაშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2024” ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალისა და ვარხანის საჯარო სკოლების ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო კაჭკაჭაშვილმა.

    როგორც კონკურს “მწვანე ჯილდოს” ათეულის წევრი დაჯილდოვდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა ბრეგვაძე.

    დაჯილდოების ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მისი მოადგილეები - კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, დუშეთის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

    კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანი იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისებაა, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე და სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.

    ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები.

    კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, ეკოხედვა, CENN.