• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    ივნისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ბაზალეთის ტბაზე გამართულ პირველ საერთაშორისო ენდურენს-დოღს დაესწრო

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ბაზალეთის ტბაზე გამართულ პირველ საერთაშორისო ენდურენს-დოღს დაესწრო.

    🏇 ენდურენს-დოღი არის საცხენოსნო გარბენი 45 კილომეტრიან დისტანციაზე, რომელიც დაფუძნებულია კონტროლირებად გრძელ დისტანციურ რბოლაზე და აღიარებულია FEI -ის მიერ, როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსი.

    🏇საქართველოში ენდურანს დოღი პირველად ჩატარდა.

    ✅ ღონისძიების ინიციატორები, ორგანიზატორები და პარტნიორები არიან: USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღის და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაცია, ლოსთ რიჯის რანჩო, სიდრის კლუბი ბაზალეთი, საბადური ჰორსბექტურსი, ლივინგ რუთს თრეველი, ცნობილი მსაჯები და ვეტერინარები გერმანიიდან.

    🐎დოღში მონაწილეობდნენ მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

    🐎ენდურანს-დოღი ხელს შეუწყობს ცხენოსნობის, სათავგადასავლო და საცხენოსნო ტურიზმის პოპულარიზაციას.