მერიის სიახლეები
ოქტომბერი
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, ლატვიურ ანსამბლ ,,ჩიტებისა’’ და კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ ,,ქალილოს’’ მონაწილეობით, ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლების მიერ შესრულდა ცნობილი ლატვიური და ქართული სიმღერები.
მუსიკალურ საღამოს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ედიტე მედნესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იყო.