• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    იანვარი

    ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნა

    თარიღთან დაკავშირებით, მიხა ხელაშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მერის მოადგილეებმა, ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ  და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

    ღონისძიების ფარგლებში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მიხა ხელაშვილი და მისი შემოქმედება. ეროვნული გმირის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ახალგაზრდებმა. ანსამბლ "ლაშარელას" მიერ შესრულდა სიმღერები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა 25-ჯერ სარიტუალოდ გაისროლეს, ასევე გაიმართა სხვა ტრადიციული რიტუალები.

    მიხა ხელაშვილი სახალხო პოეტი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,,შეფიცულთა რაზმის'' წევრია, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2022 წლის 9 აპრილს მიანიჭეს.

    23
    იანვარი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, ფასანაური-ბარისახო-როშკის განვითარების გეგმის შემუშავების, სტრატეგიებისა და ხედვის გაცნობის მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, ფასანაური-ბარისახო-როშკის განვითარების გეგმის შემუშავების, სტრატეგიებისა და ხედვის გაცნობის მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

    კახაბერ ჩიტაურმა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა ფასანაური-ბარისახო-როშკის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული  დეტალები და სამომავლო გეგმები.

    შეხვედრის დასასრულს მონაწილე მხარეებმა საკითხის თაობაზე ერთმანეთს რეკომენდაციები გაუზიარეს და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

    სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები

    6
    იანვარი

    შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში საშობაო ალილო გაიმართა

    შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში საშობაო ალილო გაიმართა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მსვლელობაში მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა,  მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილმა, ქალაქ დუშეთის N1,  N2 და N3 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

    სადღესასწაულო მსვლელობის დროს, დუშეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, შესრულდა საშობაო საგალობლები. ალილოს მონაწილეებმა შეგროვილი შემოწირულობები წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარს გადასცეს.

    ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მსვლელობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და პედაგოგები.

    2
    იანვარი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად, საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

    ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.

    „გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მობილიზებულია ტექნიკა. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან მერის წარმომადგენლები. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. სამუშაოები გაგრძელდება შექმნილი პრობლემის აღმოფხვრამდე,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და სიფრთხილით.

    5
    ნოემბერი

    საკრებულოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    4 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ნუკრი უნდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაში, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით მოეწყო.

    აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს საბნები, ჰიგიენური საშუალებების ნაკრებები, აგრეთვე სპორტული ტანსაცმელი და შშმ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო საშუალებები გადაეცათ.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.