იანვარი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, ფასანაური-ბარისახო-როშკის განვითარების გეგმის შემუშავების, სტრატეგიებისა და ხედვის გაცნობის მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახაბერ ჩიტაურმა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა ფასანაური-ბარისახო-როშკის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული დეტალები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილე მხარეებმა საკითხის თაობაზე ერთმანეთს რეკომენდაციები გაუზიარეს და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები


