• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    ივნისი

    მაცაცო ნარიმანიძე ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო

    ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მხარის დელეგატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე ზაგაშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ჩიტაურთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, სოფელ მლეთის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო.

    „ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის, თუმცა მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

    მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე თითოეულ მოქალაქეს. ლომისის წმინდა გიორგის ძალამ და მადლმა დაიფაროს სრულიად საქართველო. “- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    19
    მაისი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს, 2025 წლის ბოლომდე სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.

    მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 900 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 500 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

    1
    მაისი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.

    შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის მერს თავიანთი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

    მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და პროცესის ეფექტურად მართვას. როგორც მერმა აღნიშნა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხები შესაბამისად გადაწყდეს.

    29
    აპრილი

    საგაზაფხულო მიღება სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“

    🎓 ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში 28 აპრილი - 20 მაისის ჩათვლით საგაზაფხულო რეგისტრაციაზე მიღება დაიწყო! ✅

    როგორ დავრეგისტრირდე? 📝

    🖥️ ოფიციალური რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: vet.emis.ge

    📋 პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე და გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: https://forms.gle/KKn84y1z6z63Phoa7

    მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: 📚

    🍇 მევენახეობა და მეღვინეობა (მე-5 დონე, დუალური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🐄 ვეტერინარია (მე-5 დონე, დუალური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    👶 აღმზრდელი (მე-5 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    💹 ბუღალტრული აღრიცხვა (მე-5 დონე, მოდულური, მცხეთა წინამძღვრიანთკარი)

    🥤 სასმელების წარმოება (მე-4 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🍳 კულინარია (მე-3 დონე, დუალური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🧀 რძის პროდუქტების წარმოება (მე-4 დონე, დუალური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🪚 ხის მხატვრული დამუშავება (მე-3 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🍎 მეხილეობა (მე-4 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🚜 აგრომექანიზაცია (მე-4 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🏨 სასტუმრო მომსახურება (მე-4 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    💻 კომპ. ქსელი და სისტემები (მე-4 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🎓 კომპ. ქსელი და სისტემები (მე-4 დონე, ინტეგრირებული, 9 კლასი (საბაზო განათლება), მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    ⚡ ელექტრობა (მე-3 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🌲 სატყეო საქმე (მე-4 დონე, მოდულური, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი)

    🐝 მეფუტკრეობა (მე-3 დონე, მოდულური, მცხეთა)

    📊 ბუღალტრული აღრიცხვა (მე-5 დონე, მოდულური, თიანეთი)

    🌳 სატყეო საქმე (მე-4 დონე, მოდულური, თიანეთი)

    💬კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე:

    📞 577 39 97 15

    📞 555 32 70 52

    📞 568 81 29 81

    6
    სექტემბერი

    საკრებულოს წევრის-ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი)  ქ. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა - „ ქ.დუშეთში ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მიენიჭების შესახებ.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.