• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ივნისი

    სოფელ არაგვისპირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება

    მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესტან ერთად სოფელ არაგვისპირში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

    ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაგვისპირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. სკოლამდელი დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

    პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

    11
    ივნისი

    მაცაცო ნარიმანიძე ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო

    ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მხარის დელეგატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე ზაგაშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ჩიტაურთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, სოფელ მლეთის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო.

    „ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის, თუმცა მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

    მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე თითოეულ მოქალაქეს. ლომისის წმინდა გიორგის ძალამ და მადლმა დაიფაროს სრულიად საქართველო. “- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    19
    მაისი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს, 2025 წლის ბოლომდე სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.

    მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 900 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 500 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

    1
    მაისი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.

    შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის მერს თავიანთი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

    მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და პროცესის ეფექტურად მართვას. როგორც მერმა აღნიშნა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხები შესაბამისად გადაწყდეს.

    6
    სექტემბერი

    საკრებულოს წევრის-ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი)  ქ. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა - „ ქ.დუშეთში ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მიენიჭების შესახებ.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.