• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    ივლისი
    1993 წლის 2 ივლისს დაღუპული დუშეთის ბატალიონის ხსოვნის დღე
    გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და დაესწრნენ დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს.

    1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის ბრძოლაში დაღუპული დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის წევრების ხსოვნის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხრიდან აგრეთვე გაჟღერდა შემდეგი გადაწყვეტლებები:

    ქ. დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევს შეეცვალოს სტატუსი, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად და მიენიჭოს აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის - ოთარ ბურდულის სახელი;

    ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელი;

    მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთას (კოორდინატები X-518493 Y-4693900) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი.

    ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს, წითელი ჯვრის საზოგადოების და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების კომისიის წარმომადგენლები.