• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    აპრილი
    2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
    აუცილებლობის თემაზე ისაუბრა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია წელიწადში ორჯერ ფულადი სახსრებით ეხმარება ამ დაავადების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს არსებულ გარემოში მათ ინტეგრაციას.

    საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

    2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოცხადებულია 2007 წლიდან გაეროს ასამბლეის მიერ და მისი წლევანდელი დევიზია: "დამხმარე ტექნოლოგიები, აქტიური მონაწილეობა!"

    ამ დღის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზების ხელშეწყობაა.