• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    მარტი
    ადგილობრივი მთავრობა მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციას გაეცნო


    დუშეთის მუნიციპალიტეტში სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ აღინიშნება, არსებულ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში მომხმარებელთა რიგები არ დგას. ასევე, არ ფიქსირდება პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება.

    სტაბილური მდგომარეობაა საზოგადოებრივ ცენტრსა და საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში. მომხმარებლებს, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში მისვლა და ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების მიღება შეუძლიათ.

    შეუფერხებლად მიმდინარეობს სოციალური დახმარებებისა და პენსიების გაცემაც. სოციალურად დაუცველ პირებს და ხანდაზმულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ "ლიბერთი ბანკის" ფილიალებს ესტუმრონ ან ბანკომატებით ისარგებლონ.

    მუნიციპალიტეტში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და კორონა ვირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განაწილდებიან და მოსახლეობას, მათივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ. ასევე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეებს.

    აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მცხეთა-მთიანეთში მოქმედი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფი, სამუშაო პროცესში, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.