• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    ივლისი
    ანანურის ციხე-კომპლექსის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს


    მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება; ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსება; გარე განათების დამონტაჟება; ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; პარკირების სივრცის და სველი წერტილების მოწყობა.

    აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო შემსრულებელ კომპანიებს წარმოადგენენ: ამხანაგობა "ენკა", შპს "ზიმო" და შპს "სამება".

    გიორგი თანიაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელი ანანური ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად გადაიქცევა.