• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    იანვარი
    ბარისახოს სკოლა-პანსიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
    მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და დუშეთის საგანამნათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დავით ოსეფაშვილთან ერთად მოინახულა.

    პროექტის ფარგლებში შერემონტდა საკლასო ოთახები, სასადილო, განახლდა სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, კეთილმოეწყო ეზო. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდა საჯარო სკოლის, ამბულატორიის და საბავშვო ბაღის ნაწილს.

    ბარისახოს სკოლაში 53 მოსწავლე სწავლობს, ხოლო პანსიონი 6 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

    რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები შეხვედნენ პანსიონატის აღსაზრდელებს და შეხვედრის დასასრულს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.