• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    ივნისი
    დაბა ჟინვალში სკვერის და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


    მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ვაჟა ჩიხაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის დაგების გარდა დაგეგმილია ბორდიურების და ტროტუარების მოწყობაც, ხოლო სამუშაოებს შპს "საგზაო 7" ასრულებს.

    დაბის ცენტრში დაიწყო არსებული სკვერის რეაბილიტაციაც, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და
    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ერთობლივი პროექტია, ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს "ქართლი" წარმოადგენს.

    აღნიშნულ სკვერში მოეწყობა გარე განათება, სკამები, სასეირნო ბილიკები და დეკორატიული აუზი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს კიდევ ერთ სარეკრეაციო ზონას შეუქმნის.