15
მაისი
მაისი
დამეწყრილი გზის გაწმენდისა და მოხრეშვის სამუშაოები სოფელ ნეძიხში
2018 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში, წესრიგდება ხორხი-ნეძიხის დამაკავშირებელი გზა: ის უკვე ჩამოწოლილი ქვაღორღისგან გაიწმინდა, სპეცტექნიკით მოსწორდა, გზის პრობლემურ და ხევის წყლისაგან დაუცველ მონაკვეთებზე ჩაიდო ერთი მეტრი დიამეტრის მქონე ბეტონის მილები და 15 მაისის მდგომარეობით, მიმდინარეობს მოხრეშვა-მოშანდაკების პროცესი.
ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ვაჟა ჩიხაშვილის განცხადებით, აღნიშნული გზის მოწესრიგებით მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.
სამუშაოებს შპს "ჟინვალი" ასრულებს.