• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    იანვარი
    დანიის სამეფოს და გაეროს (UNDP) პროგრამის წარმომადგენლების ვიზიტი


    შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის რეფორმის შეფასება, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. რეფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ყველა სოციალური და ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინებას.

    შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ესწრებოდნენ: დანიის განვითარების სააგენტოს ადგილობრივი სერვისების მხარდაჭერის ექსპერდი პიერ ტიდემანდი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ანა ჟვანია, პროექტის მენეჯერი ნინო კაკუბავა, ექსპერტი გიორგი ნასრაშვილი, მერის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში ნოდარ კობიაშვილი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი დავით შაბურიშვილი და იურიდიული განყოფილების უფროსი ლაშა სალბიშვილი.