• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    იანვარი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოვება
    საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა.

    მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით ოსეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგების დამსახურებაზე ისაუბრეს, მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი შრომისთვის, ახალგაზრდა თაობების აღზრდისათვის და მათ მადლობის სიგელებთან ერთად ყვავილები გადასცეს.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე 113-მა პედაგოგმა პროფესიული საქმიანობა 2019 წელს დაასრულა. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.

    ღონისძიებას საჯარო სკოლების და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ : მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

    საღამო მუსიკალურად გააფორმა ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა "ქალილომ", ხოლო ღონისძიების დასასრულს პედაგოგებისთვის საზეიმო ვახშამი მოეწყო.