22
აპრილი
აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტი უკრაინულ ეთნო-გამოფენას მასპინძლობს
ამ გამოფენაში მონაწილეობენ უკრაინის სამხედრო კონფლიქტების მონაწილე მეომართა შვილები, რომლებიც ფოტოებში ჩაცმულნი არიან უძველესი ეთნიკური სიმბოლიკის მატარებელ, ტრადიციულ უკრაინულ სამოსში და გამოხატავენ ქვეყნის მომავალს.
უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის, ტატიანა კოვპაკის თქმით, ეთნო-გამოფენას პაციფისტური მიზნები აქვს და მისი დევიზია: "არა ომს, ჩვენ მშვიდობა გვინდა!".
საქველმოქმედო საზოგადოების 'ჩემი მამა იცავს უკრაინას' ინიციატივით, აღნიშნული გამოფენა უკვე ჩატარდა ქალაქ ოდესასა და ლვოვში, ხოლო დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მას დუშეთი უმასპინძლებს.
საღამო ქართული ეროვნული ცეკვებით გააფორმეს ანსამბლ "შადიანის" მოცეკვავეებმა, რომელთაც პრეზენტაციის დასასრულს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისგან სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ
გამოფენას ადგილობრივ საზოგადოებასთან და საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და დუშეთის ლიეტუვურ - ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.