• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    მარტი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში „ეტალონი“-ს ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა
    მასთან ერთად საპრიზო ადგილები გაინაწილეს დუშეთის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ სანდრო ზაქარიაშვილმა და ქვეშეთის საჯარო სკოლის 11-ე კლასის მოსწავლემ ანა ზაქაიძემ.

    ,,ეტალონის"" შესარჩევ ტურს მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დაესწრნენ: მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

    პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლისთვის შალვა კერესელიძემ სიურპრიზი გააჟღერა: სამივე ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდას ერთი დღით, საშუალება მიეცემა რეგიონის პირველი პირი გახდეს და სრული სამუშაო დღე რწმუნებულის ამპლუაში გაატაროს. "განათლებულ, მიზანდასახულ და ჯანსაღად ამბიციურ ახალგაზრდებს ვაძლევ საშუალებას პირადად გაეცნონ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, შეხვდნენ მუნიციპალიტეტების პირველ პირებს თუ რიგით თანამშრომლებს, გაეცნონ როგორ იმართება რეგიონი და რა ბერკეტები გააჩნია ჩვენს აპარატს"- განმარტა მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

    მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა მიულოცა ყველა მონაწილეს პროექტის წარმატება და განაცხადა, რომ განათლება ყოველთვის არის მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე და მისი შემოქმედი ახალი თაობა.

    პროექტის მონაწილეებს სპეციალური სიგელები და დიპლომები გადაეცათ.