• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    ივნისი
    დუშეთის სალოტბარო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი


    ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნანა ვალიშვილმა დადებითად შეაფასა დუშეთის სალოტბარო სკოლის მუშაობა და მადლობა გადაუხადა მათ ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

    ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ნადა ბიძინაშვილი, რომლებმაც კონცერტში მონაწილე ბავშვებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ფასიანი საჩუქრები გადასცეს. მათი თქმით, დუშეთის სალოტბარო სკოლა გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფუძნებული უფასო სკოლა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ბავშვსა თუ მოზარდს შეუძლია შეისწავლოს როგორც ქართული ხალხური სიმღერა, ასევე ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობლები.